Britney-Spears.ucoz.com
ოთხშაბათი, 24 აპრილში 2024
ენის შეცვლა
ძებნა
საიტის მენიუ
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 69

ბრიტნი სპირსის ბიოგრაფია


   ბრიტნი ჯინ სპირსი (დ. 1981 წლის 2 დეკემბერს) — ამერიკელი მომღერალი. დაიბადა მაკკომბში (მისისიპი) და გაიზარდა კენტვუდში (ლუიზიანა). სიმღერით გამოსვლები დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. 1997 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან Jive Records და 1999 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Baby One More Time, რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო სიმღერები Baby One More Timeდა Oops!... I Did It Again იქცა საერთაშორისო N1 ჰიტებად. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა. რამაც „პოპ-პრინცესის" სტატუსიც შესძინა.

   2011 წელს ბრიტნიმ გამოსცა მესამე სტუდიური ალბომი Britney და მონაწილეობა მიიღო ფილმში "გზაჯვარედინები". მეოთხე სტუდიურ ალბომზე In The Zone (2003) მან უკვე სრული შემოქმედებითი კონტროლი დაამყარა. ამ ალბომიდან გამოიცა შემდგომში ჩარტების სათავეებში მოხვედრილი სინგლები Me Against The Music, Toxic და Everytime. ორი კრებულის გამოსცემის შემდეგ პირადი პრობლემების გამო სპირსის კარიერა დროებით შეჩერდა. მეხუთე ალბომი, Blackout 2007 წელს გამოიცა და მიუხედავად მცირე პრომო-კამპანიისა, მის სინგლებს Gimme More და Piece Of Me დიდი წარმატება ხვდა წილად, სინგლებით Gimme More და Piece Of Me. მეექვსე სტუდიურ ალბომს, Circus, ახლდა სინგლების Womanizer,  Circus და If U Seek Amy გამოცემა. ბრიტნის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე The Circus Starring Britney Spears 2009 წელს დაიწყო. იმავე წლის ოქტომბერში მან გამოსცა შემდგომში ჩარტების სათავეში მოხვედრილი სინგლი "3", რომელიც მის კარიერაში "ბილბორდის" ცხელი ასეულის N1 პოზიციაზე მოხვედრილი რიგით მესამე სინგლი აღმოჩნდა. მეშვიდე სტუდიური ალბომი Femme Fatale მომღერალმა 2011 წელს გამოსცა. იგი იქცა მის პირველ ალბომად, რომლის ზედიზედ სამი სინგლი, Hold It Against Me, Till The World Ends და I Wanna Go მოხვდა აშშ-ს 10 ეულებში. იმავე წელს მის კარიერაში რიგით მეხუთე N1 სინგლად იქცა სიმღერის "S&M" რემიქსი, ჩაწერილი რაიანასთან ერთად.

   კარიერის მანძილზე სპირსმა მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის - გრემი, MTV-ს ვიდეოს 6 ჯილდო, ბილბორდის 9 ჯილდო და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

Like Box
მეგობარი საიტები
  • PopLine.ucoz.com
  • Lineage2-World.clan.su
  • მინი ბანერები
    TOP-RATING.UCOZ.COM PopLine.ucoz.com
    მთვლელები
    www.wsa.ge
    uNet სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    Britney-Spears.ucoz.com © 2012 - 2024